“საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსახლეობის დიდი ნაწილის უკმაყოფილება ბევრმა საკითხმა, მათ შორის კოჰაბიტაციამ, გამოიწვია”

“ვფიქრობ, არ შეიძლება „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ქვეყანაში ჰქონდეს განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მომავალი”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
ამასთან, ჩუგოშვილი განმარტავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსახლეობის დიდი ნაწილის უკმაყოფილება ბევრმა საკითხმა, მათ შორის კოჰაბიტაციამ გამოიწვია.
„მთავარი არ არის, რა იყო წარსულში, წინ არის მეორე ტური, მთავარია ის, მომავალში რა გველოდება. თითქმის ყველა პასუხისმგებელ პირს, რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული, მიესაჯათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, სხვა ფორმით როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო გამიჯნული, არ ვიცი, ცოტა რთული საკითხია.
მომავალში მნიშვნელოვანი არჩევნები გვაქვს, სადაც მოსახლეობამ თავისი გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვნად უნდა განსაზღვროს ქვეყნის ბედი. ვფიქრობ, არ შეიძლება „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ქვეყანაში ჰქონდეს განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მომავალი. ამას მოსახლეობის დიდი ნაწილი გაიზიარებს, თუმცა ვნახავთ, ეს არის არჩევნებზე ამომრჩევლების გადასაწყვეტი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რით ვპასუხობთ მოსახლეობის უკმაყოფილებასა და იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს. ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა. ამ ეტაპზე ეს არის მნიშვნელოვანი და არა ის, რა იყო წარსულში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ დაშვებული ერთ-ერთი შეცდომა წინა ხელისუფლებასთან გამოცხადებული კოჰაბიტაცია იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები