თამარ ჩუგოშვილი: მოსახლეობასთან კომუნიკაცია უნდა იყოს მუდმივი

მოსახლეობასთან კომუნიკაცია უნდა იყოს მუდმივი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, თუ ხელისუფლება არ არის აქტიურ კომუნიკაციაში თავის საზოგადოებასთან, ის კარგავს ადეკვატურობას და კარგავს მაჯის ცემას.
„საზოგადოებას ეს აწუხებს და შესაბამისად, შემდგომ დგება ხოლმე მძიმე შედეგები. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ წარმომადგენლებს, ჩვენს დეპუტატებს, ჩვენს მინისტრებს ექნებათ ძალიან აქტიური შეხვედრები თავად ამომრჩევლებთან, მოსახლეობასთან, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ წინასაარჩევნოდ, ეს უნდა გაგრძელდეს მუდმივად. სხვანაირად ჩვენ ისევ შეგვექმნება საფრთხე, რომ ის შეგრძნებები, რაც მოსახლეობაში არის დავკარგოთ, ამიტომ კომუნიკაცია უნდა იყოს მუდმივი”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები