მიხეილ სააკაშვილი: მამუკა ხაზარაძემ ლისის ტბაზე რაღაცები გააკეთა იმიტომ, რომ ჩემმა მთავრობამ არ შეუქმნა პრობლემები ,,თი-ბი-სი” ბანკს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქლაივისას” “თი-ბი-სი” ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე გააკრიტიკა.
სააკაშვილი ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
“მამუკა ხაზარაძემ გამოაცხადა, რომ დესტაბილიზაცია იქნება, თუ “ქოცები” წააგებენ არჩევნებს და თუ სალომე ზურაბიშვილი დამარცხდება. მამუკა ხაზარაძეს მინდა გავცე პასუხი. ჯერ ერთი ახლა, არ მინდოდა ამის გახსენება, მაგრამ ამ კაცმა ვერ ისწავლა ვერაფერი ცხოვრებაში. ყოველთვის არასწორ მხარეს აღმოჩნდება ხოლმე. “გეპეის” კომკავშირის მდივანი როცა იყო, გამოვარდა იქიდან დუბინკებით, ის და მისი “ბაევიკები” და მერაბ კოსტავას, რომელსაც ერთადერთი პალტო ჰქონდა ცხოვრებაში, საცოდავს, რომელიც ციხიდან იყო ახალი გამოშვებული, შემოახია ეს პალტო მთლიანად მამუკა ხაზარაძემ. ეს კაცი უსინდისოდ ამტკიცებს, რომ თურმე, ჩემ დროს ძალიან ცუდად იყო. მართლაც, ჩემ დროს ხალხს არ ვაძარცვინებდი, მაგრამ, კარგად მახსოვს, ლისის ტბაზე, როცა გადასახდელი ჰქონდა, 180 მილიონი დოლარი თუ არ ვცდები, და იყო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, მესამედი გადაახდევინა სახელმწიფომ, იმიტომ რომ მათ არ ჰქონდათ და დღეს, ლისის ტბა საკუთრებაში აქვთ. რაღაცები გააკეთეს მხოლოდ იმიტომ, რომ მაშინ მთავრობა წავიდა შემხვედრ კურსზე და “თიბისი ბანკს” პრობლემები არ შეუქმნა… მაგრამ, ეს მართალია, რომ საქართველოში საბანკო სისტემა ატყავებს ცოცხლად ხალხს. საქართველო არის საბანკო დავალიანების კუთხით მეორე ადგილზე მსოფლიოში და მინდა გითხრათ, რომ ეს სრულად არაბუნებრივი სიტუაციაა და აქედან გამოსავალი არის მხოლოდ დემონოპოლიზაცია, რომ მათ არ ჰქონდეთ არაპროფილური ბიზნესები”,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები