მიხეილ სააკაშვილი: თუ ადამიანს უნდა დაბოლება, დაბოლდეს

ვისაც უნდა, დაბოლდეს, ეს მათი პრობლემაა და არა ჩვენი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე” გავრცელებული ვიდეომიმართვისას განაცხადა.
,,მე ვსწავლობდი გამოცდილებას პორტუგალიის, შვეიცარიაშია, სხვათა შორის, კარგი გამოცდილება, როგორ უნდა მოხდეს სოციალური მეთოდებით, ჯანდაცვის მეთოდებით, წახალისებით ნარკომანიისგან განკურნვა. შვეიცარიაში იყო ძალიან დიდი პრობლემა ნარკოტიკების და რა თქმა უნდა, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. რა თქმა უნდა, ეს ჯდება ფული, მაგრამ ციხეებში ხალხის შენახვა ნამდვილად არ არის სწორი, ისიც ფული ჯდება. ჯობია ეს ხალხი საზოგადოების აქტიური წევრები იყვნენ, ვინც მძიმე ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელია. რაც შეეხება მსუბუქ ნარკოტიკებს, თუ ადამიანს უნდა დაბოლება, დაბოლდეს. მე ნამდვილად არ გამიხარდება ჩემი შვილი, რომელსაც ახლა ხელში კამერა უჭირავს, დაბოლდეს და მარიხუანას ეწეოდეს, მე ამას არ დავუშვებ, მაგრამ ვისაც უნდა, რომ დაბოლდეს, ეს მათი პრობლემაა და არა ჩვენი პრობლემა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები