“როგორც კი გავიმარჯვებთ, გამოვაცხადებთ ამნისტიას შეძენა-შენახვასა და მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებაზე, ვინც დღეს კიდევ ციხეშია“

რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამო, უამრავი ახალგაზრდა, მათ შორის ხელოვანები, ნიჭიერი ადამიანები, დღემდე იხდიან სასჯელს მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში, მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.
გრიგოლ ვაშაძის თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში ამნისტია გამოცხადდება პირებზე, რომლებიც ნარკოტიკების შეძენა-შენახვისათვის და მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის იხდიან სასჯელს.
„კონსტიტუციაში შევიტანთ შესწორებას, ( ჩვენ ვაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვებას) რომ საქართველო არასდროს გახდეს ნარკოპლანტაცია და საქართველოს ხელისუფლება არასოდეს გახდეს ნარკობარიგა. არასოდეს საქართველოს ახალგაზრდობამ თავისი უბედურებით არ გაამდიდროს ვიღაც. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამო უამრავი ახალგაზრდა მათ შორის ხელოვანები, ნიჭიერი ადამიანები, დღემდე იხდიან სასჯელს მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის. ჩვენი პარტნიორების, „რესპუბლიკური“ პარტიის ინიციატივით, რომელსაც ჩვენ მთლიანად ვიზიარებთ, პირველივე დღეს, როგორც კი გავიმარჯვებთ, გამოვაცხადებთ ამნისტიას შეძენა-შენახვასა და მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებაზე, ვინც დღეს კიდევ ციხეშია“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები