რიმა ბერაძე: ქუდზე კაცი გამოვა იმისთვის, რომ სწორი არჩევანი გაკეთდეს

უნდა გავიაროთ ყველაფერი ისე, რომ მეორე ტური ორგანიზებულად და მაღალ დონეზე ჩავატაროთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა რიმა ბერაძემ “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან განუცხადა.
“ქართული ოცნების” ოფისში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, მას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილიც ესწრებიან.
„მუშა თათბირია, რეჟიმი. უნდა გავიაროთ ყველაფერი ისე, რომ მეორე ტური ორგანიზებულად და მაღალ დონეზე ჩავატაროთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანებმა, საქართველოს მოსახლეობამ შეიგნოს, რომ ამ არჩევნებს აქვს ძალზედ დიდი მნიშვნელობა. ქუდზე კაცი გამოვა იმისთვის, რომ სწორი არჩევანი გაკეთდეს და “ქართული ოცნების” მხარდაჭერილმა კანდიდატმა, ქალბატონმა სალომემ გაიმარჯვოს,“ – განაცხადა რიმა ბერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები