ე.წ. სამხრეთ ოსეთში საგზაო შემთხვევის შედეგად, ორი მოქალაქე დაშავდა

ე.წ.სამხრეთ ოსეთში ორი მოქალაქე საგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა. როგორც ე.წ სამხრეთ ოსეთის “შინაგან საქმეთა სამინისტრო” იტყობინება, შემთხვევის გამომწვევი პირი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.
“საგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს “ვაზ-211440” და “ვოლვოს ს-80” შეეჯახნენ, სამედიცინო შემოწმების მიხედვით “ვაზ-211440″-ის მძღოლი შეჯახების დროს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა”,- აცხადებენ უწყებაში.
როგორც ცნობილია, “ვაზ-211440”-ის მძღოლი და “ვოლვო ს-80”-ის მგზავრი, 27 წლის გოგონა, ადგილობრივ საავადმყოფოში, სხვადასხვა დაზიანებით, გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები