20 მაისი
10:00
„შერატონში”, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით სემინარი გაიმართება.
11:30
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი, „რეპორტიორის“ პრესკლუბში, სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. თემა: „სასამართლო „ლიბერთი ბანკის“ წინააღმდეგ საქმის განხილვას იწყებს – მონოპილისტი ბანკი, რომელიც მომხმარებლის უფლებებს არღვევს, კაბალურ ხელშეკრულებებს დებს და მოქალაქეებს უკანონოდ აკისრებს ჯარიმებს“.
11:30
“არასაპარლამენტო ოპოზიციის” ლიდერები კახა კუკავა, მამუკა კაციტაძე და მანანა ნაჭყებია ოზურგეთის მერობის და გამგებლობის კანდიდატებს წარადგენენ. მისამართი: ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, ჭავჭავაძის ქ. #14;
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ლალი მოროშკინა, იური ვაზაგაშვილი, ია მეტრეველი საგანგებო განცხადებას გააკეთებენ თემა: ვინ მართავს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს.
12:00
“არასაპარლამენტო ოპოზიციის” თბილისის შტაბში, ოპოზიციური პარტიების ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება. თემა: სატელევიზიო რეკლამის დისკრიმინაციული განაწილება. მისამართი: ყაზბეგის გამზ. #12 ა საკონტაქტო პირი: ნატა წერეთელი 597 35 22 88
12:00
“ქორთიარდ მერიოტში” “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.
12:00
მძლეოსნობის სასახლეში, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპის მძლეოსნობის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ჟან გარსია და სომხეთის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი რობერტ ემიანი საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს ალექსი ახვლედიანს შეხვდებიან. თემა: “ევროპის მძლეოსნობის ახალგაზრდული ჩემპიონატის თბილისი 2014-ის” საორგანიზაციო კომიტეტის საკითხები.
12:00
ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან, “ლეიბორისტული პარტია” ქუთაისის მერობის კანდიდატს და პარტიულ სიას წარადგენს.
12:00
თურქეთის საელჩოსთან, კომპანია “საქნახშირის” მეშახტეები 13 მაისს თურქეთის პროვინცია მანისაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული მეშახტეების თანაგრძნობის მიზნით, სოლიდარობის აქციას გამართავენ.
12:30
“პირველ პრესკლუბში” “ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” გლდანის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ბესო დანელია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: წინასაარჩევნო გარემო, თვითმმართველობის არჩევნები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი მიშა კაჭკაჭიშვილი და შოთა ჭოხონელიძე ბრიფინგს გამართავენ. თემა: 26 მაისს, 7 ნოემბრისა და სხვა აქციებში მონაწილე ზონდერებს დაასახელებენ.
13:00
“პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში “სახალხო მოძრაობის” ლიდერი ნესტან კირთაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უკრაინასა და ამერიკაში ვიზიტი და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
13:00
გორის ახალგაზრდულ ცენტრში, “გორის ინვალიდთა კლუბი”, მედიის განვითარების ფონდი გამოფენას “ქალები წარსულიდან – მაგალითი მომავლისთვის” გამართავს. მისამართი: გორი, თარხნიშვილის ქ. #20
13:00
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ კაკო ტაბატაძესთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს. მისამართი: საბჭოს მოედანი, სკვერის მიმდებარე ტერიტორია.
13:00
არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი აზრი”, ასოციაცია სათნოების სახლ “კათარზისში” მცხოვრებ მოხუც ქალბატონებს საჩუქრად ეტლებს გადასცემს. მისამართი: აღმაშენებლის გამზ. #121
13:00
“რედისონში”, “ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის”, ამომრჩეველთა საინფორმაციო ვებ-გვერდის www.partiebi.ge პრეზენტაციას გამართავს.
13:30
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში რუსთავის მერობის კანდიდატი ალექსანდრე კობაიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ქართული ოცნების რუსთავის მერობის კანდიდატი ვერ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
14:00
რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: შესაძლოა და აუცილებელია თუ არა ანტიდისკრიმინაციული კანონის შეცვლა, დიდი ჰესები საქართველოში – საფრთხეები თუ საჭიროება.
14:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში ეკოლოგიის მაგისტრი ლაშა ჩხარტიშვილი საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. თემა: დარიალის ხეობაში მომხდარი ტრაგედიის რეალურ მიზეზები, ასევე დარიალჰესის არსებული სახით მშენებლობასთან დაკაშირებით მაშტაბუი საფრთხეები.
14:00
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური რუსთავის მე-7 საჯარო სკოლაში კახაბერ თავგორაშვილის სახელობის ფრენბურთის ტურნეს დაესწრებიან. მისამართი: რუსთავი, მაჩაბლის ქ. #13, მე-7 საჯარო სკოლა (კინო “საქართველოსთან”)
14:00
“არასაპარლამენტო ოპოზიციის” ლიდერები კახა კუკავა, მამუკა კაციტაძე და მანანა ნაჭყებია, ზუგდიდის და ფოთის მერობის კანდიდატებს და ზუგდიდის, ხობის, მარტვილის, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატებს წარადგენენ. მისამართი: ზუგდიდი, ზვ. გამსახურდიას # 1 დადიანის სასახლე
14:30
“პრაიმთაიმის” პრესკლუბში “ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ერეკლე კალატოზიშვილი და სსიპ “ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: პროექტის “სტაბილური კონსტიტუცია-ახალგაზრდული არჩევანი“ პრეზენტაცია. მისამართი: კოსტავას ქ. 68, მეორე კორპუსი, III სართული. საკონტაქტო ნომერი: 577 17 75 17
15:00
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, სომხეთის დელეგაციასთან ოფიციალური შეხვედრა გაიმართება.
15:00
თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ მარინე მიზანდარის სარჩელთან დაკავშირებით, მთავარი სასამართლო სხდომა გაიმართება.
15:00
ფინანსთა სამინისტროში, საქართველოსა და შვედეთს შორის 2014-2020 წლებისთვის თანამშრომლობის განვითარების შესახებ შეთანხმება გაფორმდება. მისამართი: გორგასლის ქ. #16
15:30
“ქორთიარდ მერიოტში”, საქართველოს სახალხო დამცველი და გაერო-ს განვითარების პროგრამა დამოუკიდებელ კვლევას წარადგენენ, რომელშიც ასახულია სახალხო დამცველის 2008 – 2013 წლებში რეკომენდაციების შესრულება.
15:30
“არასაპარლამენტო ოპოზიციის” ლიდერები კახა კუკავა, მამუკა კაციტაძე და მანანა ნაჭყებია, სოფელ დარჩელში მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ.
17:00
იუსტიციის სახლის მე-2 სართულზე, პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახში, დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტების საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება.
17:30
გორში, სასტუმრო ვიქტორიას საკონფერენციო დარბაზში, კომპანია NMS-თან არსებული ჰამბურგის ლაბორატორია, პარტნიორებთან ერთად შიდა ქართლის ექიმებისთვის სამედიცინო კონფერენციას გამართავს. კონფერენციის მიზანია რეგიონებში მომუშავე ექიმებისთვის უახლესი ევროპული გაიდლაინების და ინფორმაციის მიწოდება. საკონტაქტო ნომრები: 598 35 84 35; 599 30 15 60
17:30
“არასაპარლამენტო ოპოზიციის” ლიდერები კახა კუკავა, მამუკა კაციტაძე და მანანა ნაჭყებია, სოფელ კახათში მოსახლეობას შეხვდებიან.
18:00
მელიქიშვილისა და შანიძის კუთხეში, გურამ შარაძის მკვლელობიდან 7 წლისთავზე, მკვლელობის ადგილზე ადგილზე ოჯახის წევრები და მეგობრები შეიკრიბებიან. თემა: პროტესტი მკვლელების მიმართ და გაფრთხილება ხელისუფლებას.
18:00
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის სააქტო დარბაზში, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება, რომლის მიზანია ცერებრული დამბლის უმძიმესი ფორმით დაავადებული ბავშვების დახმარება.
18:15
“არასაპარლამენტო ოპოზიციის” ლიდერები კახა კუკავა, მამუკა კაციტაძე და მანანა ნაჭყებია, სოფელ დიდინეზში მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ.
19:00
მწერალთა სახლში, პოეტ ლია სტურუასთან შეხვედრა გაიმართება.
19:00
“არასაპარლამენტო ოპოზიციის” ლიდერები კახა კუკავა, მამუკა კაციტაძე და მანანა ნაჭყებია, სოფელ ცაიშში მოსახლეობას შეხვდებიან.