გიორგი ლომია “ქართულ ოცნებას”: თქვენ პიარი გაგიჭირდათ ხვდებით?!(ვიდეო)

თქვენ პიარი გაგიჭირდათ ხვდებით? ხალხმა ვერც გაიგო, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა პირდაპირ ლანძღა და აგინა ქართველ ხალხს – ამ სიტყვებით “პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, გიორგი ლომიამ პარლამენტში მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მიმართა.
“გამოქვეყნდა კადრები, სადაც საუბრობენ სააკაშვილი და ბიძამისი, ისინი ამბობენ, რომ ეზიზღებათ ადამიანები, თქვენი ბრალი არის რა – სამი დღით ადრე გამოაქვეყნეთ ეს კადრები. თქვენ პიარი გაგიჭირდათ ხვდებით? ხალხმა ვერც გაიგო, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა პირდაპირ ლანძღა და აგინა ქართველ ხალხს. თქვენ პიარი გიჭირთ, სერიოზულად გიჭირთ, სააკაშვილი არ აკეთებდა არაფერს და თითქოს ააშენა ქვეყანა და თქვენ ბევრი რამე გაქვთ გაკეთებული”, – მიმართა ლომიამ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს.
ლომია არჩევნების შედეგებსაც გამოეხმაურა და მმართველი გუნდი ოპონენტებისადმი ლოიალურ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა.
“თქვენ მიეცით საშუალება “ნაცმოძრაობას” და “ევროპულ საქართველოს” პიარი ეკეთებინათ ამ წლების განმავლობაში, თქვენი შეცდომა არის ერთადერთი რამ: უმადურობა. უმადურობა, რომელიც თქვენ ხალხის მიმართ გამოავლინეთ, ბევრი ის ადამიანი, ვინც მართლა გვერდში გედგათ, ვინც თქვენთან ერთად იბრძოდა და სააკაშვილის რეჟიმი დაამარცხა, დღესაც იბრძვის ოღონდ უკვე თქვენ საწინააღმდეგოდ”, – განაცხადა ლომიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები