ეკა ბესელია: ჩვენ წინ მივდივართ, უკან ვეღარ დავბრუნდებით

ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ დღეს ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ მათთვის საზოგადოების გზავნილი სრულიად ნათელი აღმოჩნდა.
მისივე თქმით, ყველა რესურსის მობილიზებით, თავისუფალი არჩევნების პირობებში შესაძლებელი იქნება გაიმარჯვოს იმ კანდიდატმა, რომელიც ქვეყნის მომავლისთვის უკეთესია.
„ძალიან კარგად ვიაზრებთ ამ გზავნილსაც, რაც მივიღეთ. რა თქმა უნდა, საჭიროა ცვლილებები, მათ შორის იმ ჩვენი ძალიან ბევრი მხარდამჭერისთვის ასახსნელი, ვინც არ მოვიდა არჩევნებზე, რომ ახლა არის ასეთი მოცემულობა – დიახ, პოლარიზებულია არჩევნები, არავითარი მესამე ვერსია აღარ არის, არის წარსული და მომავალი, არის შავი და თეთრი.
​ჩვენ გვჭირდება კონსოლიდირება, აბსოლუტურად ჯანსაღად შეგვიძლია მობილიზება გავაკეთოთ ყველა ჩვენი შესაძლო რესურსის იმისთვის, რომ ისევ დემოკრატიული გზით, თავისუფალი არჩევნების პირობებში, გაიმარჯვოს კანდიდატმა, რომელიც არის ქვეყნის მომავლისთვის უკეთესი და არ დავბრუნდეთ იმ წარსულში, რომელიც დავამთავრეთ და აღარავის აღარ უნდა მე მგონი, ვინც ჯანსაღად აზროვნებს. მშვიდობაში მოახმაროთ იმათ, ვინც თავის ხმებს უთმობს ისევ, წარსულს, ვინც თავის ამომრჩეველს მოუწოდებს, რომ ისევ წარსულში დაბრუნდეს, მშვიდობაში, ჩვენ წინ მივდივართ, უკან ვეღარ დავბრუნდებით“, – განაცხადა ბესელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები