დავით ბაქრაძე ოპოზიციურ პარტიებს მეორე ტურისთვის საკოორდინაციო შტაბის შექმნის ინიციატივით მიმართავს

“თითოეული ოპოზიციური კანდიდატის ვალდებულებაა, ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მან ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, შეიქმნას მეორე ტურის საკოორდინაციო შტაბი, სადაც ყველა ერთად გამარჯვებისთვის იმუშავებს.
„გუშინ საპრეზიდენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა და ამომრჩეველმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი ნება. მათ უარი უთხრეს სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას და უარი უთხრეს იმ უკუსვლის გაგრძელებას, რომელიც ქვეყანას მოუტანა ივანიშვილის გუნდმა. ამიტომ გუშინდელი არჩევნების შემდეგ, რა თქმა უნდა, გაერთიანებული ოპოზიციის და მისი კანდიდატის, მაგრამ ასევე, თითოეული ოპოზიციური კანდიდატის ვალდებულებაა, ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე და ბოლომდე ავსახოთ ჩვენი ხალხის და ამომრჩევლის ნება უკვე, მეორე ტურის შედეგებში.
გამოვდივარ ინიციატივით, მეორე ტურის უკეთ მოსამზადებლად, შეიქმნას ოპოზიციური პარტიების მეორე ტურის საკოორდინაციო შტაბი, სადაც ყველა ერთად ვიმუშავებთ, კოორდინირებულად, მეორე ტურის მომზადებისა და გამარჯვებისთვის“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები