ცესკოს საბოლოო შედეგი: სალომე ზურაბიშვილი – 38.64%, გრიგოლ ვაშაძე – 37.74%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო მონაცემები აიტვირთა. ყველა, 3705 უბნის დათვლის შედეგად შედეგები ასე გადანაწილდა:

სალომე ზურაბიშვილი -38.64% (615 629)
გრიგოლ ვაშაძე – 37.74% (601 188)
დავით ბაქრაძე – 10.97% (174 753)
შალვა ნათელაშვილი – 3.74% (59 625)
ზურაბ ჯაფარიძე – 2.26% (36 023)
დავით უსუფაშვილი – 2.26% (36 005)

აღნიშნული მონაცემებით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის არჩევა მეორე ტურის მეშვეობით გახდება შესაძლებელი. თუ როდის გაიმართება მეორე ტური ამის შესახებ ცესკო განმარტებას მოგვიანებით გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური. არჩევნების მეორე ტურს განკარგულებით ცესკო ნიშნავს. არჩევნების მეორე ტური კი არჩევნების პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე იმართება. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის უფლება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს აქვს. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მოხსნა დაუშვებელია. არჩევნების მეორე ტურში კანდიდატების მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები