მამუკა მდინარაძე: ჩვენი ხელისუფლების და მმართველი პარტიის ვალდებულებაა, კომუნიკაცია იყოს მეტი, რომ მოსახლეობამ ობიექტური სურათი იცოდეს

“ყველამ ვიცით, რომ პროპაგანდისტულმა მანქანამ, რომელიც ეკუთვნის ნაციონალურ მოძრაობას, დიდი როლი შეასრულა ამ ყველაფერში, თუმცა აქაც უნდა ვიყოთ ადეკვატურები, კომუნიკაციის პრობლემები საკუთარ თავსაც უნდა დავაბრალოთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მისი თქმით, “რუსთავი 2”-ის მიერ დახატული უამრავი პრობლემა იყო აბსოლუტურად უტრირებული, ხშირ შემთხვევაში სიცრუე, რამაც მოსახლეობის განწყობაზე იმუშავა.
„უამრავი პრობლემა იყო დახატული “რუსთავი 2”-ის მიერ, რაც იყო აბსოლუტურად უტრირებული, ხშირ შემთხვევაში ვაწყდებოდით სიცრუესაც და ბუნებრივია, ამან იმუშავა მოსახლეობის განწყობაზე. ჩვენი ხელისუფლების და მმართველი პარტიის ვალდებულებაა, კომუნიკაცია იყოს მეტი, რომ მოსახლეობამ იცოდეს ობიექტური სურათი. ჩვენ არასდროს დაგვიმალავს, რომ მთავარი გამოწვევა მოსახლეობის სოციალური ვითარებაა. სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვამბობდი, რომ საზოგადოების თითოეულ წევრამდე ინფორმაციის მიტანა ჩვენი საქმე და ჩვენი ვალდებულებაა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გამოწვევებია ძირთადად ეკონომიკური კუთხით და თითოეულ მოქალაქესთან მეტი ვალდებულებაა ხელისუფების, რომ სწრაფი გადაწყვეტილების ეფექტი იყოს მიტანილი“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები