გრიგოლ ვაშაძე: მაქვს თხოვნა, არანაირი ეიფორია, არანაირი წინასწარი ზეიმი

ოპოზიციური პარტიების გაერთიანება “ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. მისი შეფასებით, ეს იყო ღირსების არჩევნები.
“მაქვს თხოვნა, არანაირი ეიფორია, არანაირი წინასწარი ზეიმი, ჩვენ წინ გვაქვს მეორე ტური, რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ და საქართველოში დაიწყება ხელისუფლების ცვლა. ეს უკვე გარდაუვალია. ღირსების არჩევნებში საქართველოს მოქალაქეებმა თავიანთი მტკიცე პოზიცია უკვე გამოხატეს”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მან ასევე “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატს, დავით ბაქრაძეს, მხარდაჭერის გამოცხადებისთვის, მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ვინაობა მეორე ტურში გაირკვევა, სადაც მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს – გრიგოლ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილს შორის მოუწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები