კოსაჩევი: რუსეთი აკვირდება საქართველოში მიმდინარე საარჩევნო კამპანიას

რუსეთი გულმოდგინეთ აკვირდება საქართველოში მიმდინარე საარჩევნო კამპანიას სადაც მოქმედი ხელისუფლების დაპირისპირება და ოპოზიციის გაერთიანება, რომელშიც საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტიაც შედის, – ამის შესახებ ფედერალური კრების საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩევმა მედიასთან საუბარში განაცხადა.
კვირას საქართველოში არჩევნები ჩატარდა, მაგრამ ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-ანი ბარიერი ვერ გადალახა.
“თუ კი გავითვალისწინებთ იმას რომ საქართველოს სახელმწიფო წყობა განსხვავებულია ფორმალურად პრეზიდენტის უფლებები შეზღუდულია. მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალურად. მოცემულ ვითარებაში მეორე ტურში მოქმედი ხელისუფლების და ოპოზიციის დაპირისპირება მოხდება”, – აცხადებს კოსაჩევი.
მისი თქმით პრეზიდენტის უფლებამოსილებაში შედის შეწყალება.
“ვერ გამოვრიცხავ, რომ ზუსტად შეწყალება იქნება მოთხოვნადი ერთ-ერთი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, ყოფილი პრეზიდენტის მიმართ, რომელიც ახლა გაქცეულია. აი ეს კი უკვე ძალიან დიდ უსიამოვნებას გამოიწვევს შიდაპოლიტიკურ და პოლიტიკურ პროცესებში სამომავლოდ”,- განმარტა სენატორმა.
“ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით, ბოლოს და ბოლოს საქმე მეზობელ ქვეყანას ეხება, ხალხს, რომლის მიმართ რუსეთს კეთილი გრძნობები აქვს”,- ამბობს კოსაჩევი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები