“საქართველოს მისიები მზად არიან საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად”

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მსოფლიო 39 ქვეყანაშია გახსნილი 56 საარჩევნო უბანი, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, საკონსულო აღრიცხვაზე/საზღვარგარეთ რეგისტრაციაზე იმყოფება – 53139 საქართველოს მოქალაქე. საქართველოს მისიები საზღვარგარეთ (ტექნიკურად და ლოჯისტიკურად) და საარჩევნო ადმინისტრაცია, კომისიების სახით, მზად არიან საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისათვის ცნობილია, რომ ყველა ქვეყანაში ადგილობრივი დროით 08.00 საათზე საარჩევნო უბნები ყველგან გაიხსნა,
ამ ეტაპზე არჩევნები შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები