დავით ბაქრაძე: საზოგადოებას ნამდვილად სჭირდება უკეთესი და საიმედო ხვალინდელი დღე
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ არჩევანი მთაწმინდის 27-ე უბანზე დააფიქსირა.
მისი თქმით, საზოგადოებას ნამდვილად სჭირდება უკეთესი და საიმედო ხვალინდელი დღე.
„ძალიან ოპტიმისტურ და კარგ განწყობაზე ვარ. ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ნამდვილად სჭირდება ცვლილებები, სჭირდება უკეთესი და საიმედო ხვალინდელი დღე. სჭირდება, რომ საქართველოს მომავალი იყოს მშვიდობიანი და ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე. მჯერა, რომ ყველა მოვა და გააკეთებს საკუთარ არჩევანს, უკეთესი მომავალის სასარგებლოდ“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.