სასამართლომ მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის “სისხლის სამართლის” საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხი განიხილეს. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.

მომდევნო სასამართლო პროცესი 8 მაისს ჩაინიშნა. გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში მზია ამაღლობელის მხარდამჭერების მხრიდან ხმაური მოჰყვა.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს სისხლის სამართლის წესით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები