შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო განლაგება უკრაინაში რუსეთის ომისთვის უნდა დასრულდეს

შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას, შეწყვიტოს თავისი სამხედრო განლაგება უკრაინის ომში, რუსეთის პრეზიდენტის მხარდასაჭერად, მას შემდეგ, რაც კიმ ჩენ ინმა დაადასტურა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში, რუსეთის მხარეს ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები იბრძოდნენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ფხენიანის პირდაპირი მონაწილეობით შეშფოთებულია.

“ჩვენ კვლავ შეშფოთებულნი ვართ ომში ჩრდილოეთ კორეის პირდაპირი ჩართვით. მათი სამხედრო განლაგება რუსეთში და ნებისმიერი მხარდაჭერა უნდა დასრულდეს”, – თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

დეპარტამენტის სპიკერი, ტემი ბრიუსი ამბობს, რომ ამ ომში პასუხისმგებლობა ეკისრებათ მესამე ქვეყნებს, როგორიცაა, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეა, რომლის მხარდაჭერითაც გაგრძელდა რუსეთ-უკრაინის ომი.

როგორც კიმ ჩენ ინმა განაცხადა, მან რუსეთში საბრძოლო ჯარების განლაგების ბრძანება ორმხრივი თავდაცვის ხელშეკრულების საფუძველზე გასცა, რომელიც მან პუტინთან 2024 წლის ივნისში გააფორმა. ხელშეკრულება მოუწოდებს ორივე ქვეყანას, გამოიყენონ ყველა შესაძლო საშუალება დაუყოვნებლივ სამხედრო დახმარების აღმოსაჩენად, თუ რომელიმეს თავს დაესხნენ.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერს არ დაუკონკრეტებია, რამდენი ჯარისკაცი გაიგზავნა ომისთვის და რამდენი დაიღუპა, მაგრამ მან პირობა დადო, რომ ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი თავის დაღუპულ ჯარისკაცებს პატივს მიაგებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები