დავით სონღულაშვილი: ის მხარდაჭერა, რომელიც უნგრეთმა აღგვითქვა ექსპერტული ცოდნის, გამოცდილების გაზიარებისთვის, ჩვენთვის უპირობოდ მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ ფორმით ვიყოთ მზად ევროკავშირის გაფართოებისთვის

“ის მხარდაჭერა, რომელიც უნგრეთმა აღგვითქვა ექსპერტული ცოდნის, განვლილი გზის გამოცდილების გაზიარებისთვის, ჩვენთვის უპირობოდ მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ ფორმით ვიყოთ მზად ევროკავშირის გაფართოებისთვის და აგრეთვე, კიდევ ერთხელ იყოს მაქსიმალურად დაცული და გათვალისწინებული ჩვენი ქვეყნის ინტერესები”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა უნგრეთში ოფიციალური ვიზიტზე საუბრისას “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს როგორც ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას, ასევე, მეტ ეკონომიკურ აქტივობას.

„ჩვენ განცხადებული გვაქვს, რომ ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ევროინტეგრაციის პროცესს. ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ქვეყნის. აქედან გამომდინარე, არის ის სამუშაოები განსახორციელებელი, რომელიც გათვალისწინებული არის ასოცირების ხელშეკრულებით, რადგან 2030 წელს, როცა გაცხადებული აქვს ევროკავშირს გაფართოება, ჩვენ უკვე ვიყოთ მაქსიმალურად მზად და ჰარმონიზაციის სტანდარტების გაზიარების პროცესში იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული ევროკავშირის სტანდარტები.

ზუსტად ამიტომ ეს გზა, რომელიც უკვე უნგრეთს გავლილი აქვს და ის მხარდაჭერა, რომელიც მათ აღგვითქვეს ამ ექსპერტული ცოდნის, განვლილი გზის გამოცდილების გაზიარებისთვის, ჩვენთვის უპირობოდ მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ ფორმით მზად ვიყოთ იმისთვის, რომ გვქონდეს მზად სტანდარტი ევროკავშირის გაფართოებისთვის და აგრეთვე, კიდევ ერთხელ იყოს მაქსიმალურად დაცული და გათვალისწინებული ჩვენი ქვეყნის ინტერესები. გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეს შესაძლებლობები იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო სიღრმისეულად განვითარდეს, არა მხოლოდ მთავრობების, არამედ ფერმერების, კერძო სექტორის დონეზე მოხდეს ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება, რადგან, რა თქმა უნდა, ეს ხელს უწყობს კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ აქტივობას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და უპირობო არის, ზუსტად, როგორც ევროინტეგრაციის პროცესი, აგრეთვე ეკონომიკური განვითარება“,- აღნიშნა სონღულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები