კანადაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება

კანადაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

კენჭისყრაში 16 პარტია მონაწილეობს, თუმცა სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, მხოლოდ ხუთ პარტიას აქვს პარლამენტში მოსახვედრად საჭირო რეიტინგი.

როგორც “სიენენი” წერს, ამომრჩევლები გადაწყვეტენ, მიანიჭონ თუ არა დროებით პრემიერ-მინისტრს, მარკ კარნის სრული ოთხწლიანი მანდატი, თუ მართვის უფლება კონსერვატიულ პარტიას მისცენ.

“ბიბისის“ ცნობით, სულ მცირე,7.3 მილიონმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა ადრეული ხმის მიცემა, რაც 2021 წლის ფედერალურ არჩევნებთან შედარებით 25%-ით მეტია.

არჩევნების საბოლოო შედეგები, სავარაუდოდ, სამშაბათს ღამით გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები