ვოლსკი – ზურაბიშვილსა და ნანუაშვილზე: ეს არ არის მხოლოდ თვითაღიარება და თვითლუსტრაცია, ეს არის სერიოზული დანაშაული ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ

“საზოგადოების დიდ ნაწილს კიდევ სჯეროდა, რომ არსებობდა რაღაც გარკვეული პოლიტიკური ინტერესი, როდესაც სალომე ზურაბიშვილს, უჩა ნანუაშვილს თუ ნებისმიერ სხვას, ქართული გვარის მატარებელ უსამშობლოებს ვუწოდებდით”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ სალომე ზურაბიშვილის და უჩა ნანუაშვილის რუსი პრანკერების მახეში გაბმაზე საუბრისას განუცხადა.

„ახლა გამოვიდნენ და თვითონვე ახსენეს, რომ არიან აბსოლუტურად მოწყვეტილი საქართველოს რეალობიდან. ეს არ არის მხოლოდ თვითაღიარება და თვითლუსტრაცია, ეს არის სერიოზული დანაშაული ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ“, – აღნიშნა  ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები