გიორგი გახარიამ გორში 9 წლის გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს მიუსამძიმრა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გორში დაღუპული 9 წლის გოგონას ოჯახს მიუსამძიმრა და გამოძიებასთან დაკავშირებით, მედიის კითხვებს უპასუხა.
„გამოძიება მიმდინარეობდა აქტიურად და ახლაც გრძელდება. ეს უდიდესი ტრაგედიაა და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს, მთელ გორს და მთლიანად ქვეყანას. მძიმე დღეები იყო, და პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო სპეციალურ საგამოძიებო ჯგუფს და პირად შემადგენლობას, რომლებმაც ძალიან აქტიური მუშაობით, პირველადი შედეგი დადეს. რა თქმა უნდა, გამოძიება გაგრძელდება და ამ შედეგს მივიყვანთ ბოლომდე, რომ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ უფრო უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. გამოძიება გრძელდება და გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ შედეგი იყოს უზუსტესად  დადასტურებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები