ნიკოლოზ ჩხეტიანი: “ფონდმა ქართუმ” რაგბის მხარდაჭერის უპრეცედენტო პროგრამა განახორციელა
“ფონდმა ქართუმ” განახორციელა რაგბის მხარდაჭერის უპრეცედენტო პროგრამა, რაც გულისხმობდა როგორც ნაკრების ფინანსურ მხარდაჭერას, ისე ქვეყნის მასშტაბით რეგიონალური ბაზების შექმნას”, – ამის შესახებ “ფონდი ქართუს” გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ჯამში, გაკეთდა და აღიჭურვა და რაგბის გადაეცა 15 სარაგბო კომპლექსი, რომელზეც განლაგებულია 27 მოედანი.
“მოგახსენებთ, რომ “ფონდმა ქართუმ” განახორციელა რაგბის მხარდაჭერის უპრეცედენტო პროგრამა, რაც გულისხმობდა როგორც ნაკრების ფინანსურ მხარდაჭერას, ისე ქვეყნის მასშტაბით რეგიონალური ბაზების შექმნას. დღეს ჩვენ ბაზები გვაქვს როგორც თბილისში, ასევე, თითქმის ყველა რეგიონში. ჯამში, გაკეთდა და აღიჭურვა და რაგბის გადაეცა 15 სარაგბო კომპლექსი, რომელზეც განლაგებულია 27 მოედანი. ეს აძლევს შესაძლებლობას ჩვენს რაგბის, ამ პროგრამის წყალობით, რომელზეც დაახლოებით დაიხარჯა 200მილიონი ლარი, ახალი გამარჯვებები მოუტანოს ჩვენს ქვეყანას. ვთვლით, რომ ეს პროგრამა ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ქართული რაგბი ესოდენ წარმატებული გახდა და ჩვენი ნაკრები წლიდან-წლამდე აუმჯობესებს თავის შედეგს. მიმაჩნია, ამის რომ პასუხი ამ ჩვენს აქტივობაზე გახდა ის, რომ შარშან მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ სპეციალური პრიზით დააჯილდოვა ფონდის დამფუძნებელი ბატონი ბიძინა ივანიშვილი, იმ წვლილისთვის, რომელიც მან შეიტანა, როგორც ერთმა ადამიანმა, ერთი კონკრეტული ქვეყნის რაგბის განვითარებაში”, –განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.