განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი დანიის ევროპული მოძრაობის დელეგაციას შეხვდა
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ქეთევან ჩაჩავა დანიის ევროპული მოძრაობის დელეგაციას შეხვდა.
ცენტრის ინიციატივით, მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელზეც წინასაარჩევნო გარემოსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება საქართველოსთვის, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ცნობით, 27-კაციან დელეგაციას დანიის პარლამენტის წევრი კენეთ ფინსენი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში დანიის პარლამენტის მოქმედი და ყოფილი წევრები, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები არიან.
“ვიზიტის მიზანი საქართველოში განხორციელებული რეფორმების გაცნობა და საგარეო პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის მიღებაა. დელეგაციას დანიის პარლამენტის წევრი კენეთ ფინსენი ხელმძღვანელობს.
ვიზიტი სასწავლო-გაცნობითი ხასიათისაა და მიზნად საქართველოში განხორციელებული რეფორმების გაცნობას, აგრეთვე საგარეო პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის მიღებას ისახავს.
ევროპული მოძრაობის წევრები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქართველოს პარლამენტის წევრებს შეხვდნენ.
დელეგაცია საქართველოში საგარეო ტურნეს ფარგლებში იმყოფება, რომლის ეგიდითაც ისინი სომხეთს და უკრაინასაც ეწვევიან. დღეს დელეგაციის წევრები საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ”,- ნათქვამია განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.