ნათია მეზვრიშვილი: შეშფოთებულები ვართ იმ მითქმა-მოთქმით, რაც ამ მკვლელობის გარშემო საზოგადოების სხვადასხვა წევრების მხრიდან მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა გორში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბარში კომენტარი გააკეთა.
მისი განცხადებით, ამ საქმის გარშემო მიმდინარე საუბრები შემაშფოთებელია. მინისტრის მოადგილემ საზოგადოებას ოჯახის ინტერესების გათვალისწინებისკენ მოუწოდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, შინაგან საქმეთა სამინისტრო შეგნებულად ამ საქმეზე იმაზე მეტ დეტალს, ვიდრე გავასაჯაროეთ არ ვასაჯაროებთ. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ შეშფოთებული ვართ იმ მითქმა-მოთქმით, რაც ამ საქმის გარშემო რეალურად ახლაც, ამ წუთებშიც მიმდინარეობს საზოგადოების სხვადასხვა წევრების მხრიდან. უმორჩილესად გთხოვთ, მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ პირველ რიგში გამოვიდეთ ოჯახის ინტერესებიდან და იმ ადამიანებს, ვინც ამ ფაქტებს აშუქებენ, და იმ ადამიანებს ვინც რაიმე ტიპის ინფორმაცის ფლობს ამ საქმესთან დაკავშირებით, თავი შევიკავოთ ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შეიძლება ოჯახი დააზიანოს”,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები