მერაბ შარიქაძე: ახალი მოედნები ძალიან ეხმარება ეროვნულ ნაკრებს რომ უფრო ძლიერი გუნდი ჰყავდეს
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, მორაგბე მერაბ შარიქაძე ფონდი „ქართუს” მიერ საქართველოს რაგბის კავშირის მფლობელობაში თანამედროვე სტანდარტების 3 ახალი კომპლექსის გადაცემას ეხმიანება.
„პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა „ქართუ ფონდს” იმისთვის, რომ არაერთი მოედანი და არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი გააკეთა რაგბისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ახლადგაკეთებული მოედნები. ეს გახსნილი მოედნები უდავოდ ძალიან ეხმარება მომავალ თაობებს იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უფრო ძლიერი გუნდი ჰყავდეს”,- განაცხადა მერაბ შარიქაძემ.
აღსანიშნავია, რომ 3 ახალი სტადიონის რაგბის კავშირისთვის საზეიმო გადაცემა მოხდება 27 ოქტომბერს. ახალი სარაგბო კომპლექსების ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 18 800 000 ლარზე მეტი შეადგინა.