თამარ ჩუგოშვილი გერმანიის მარშალის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა გერმანიის მარშალის ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და წინასაარჩევნო გარემო მიმოიხილეს.
პარლამენტის რეგლამენტის რეფორმასთან და ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარე, საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მნიშვნელობასთან ერთად, თამარ ჩუგოშვილმა სტუმრებს ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები გააცნო.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობასა და მის გაძლიერებაზე ისაუბრეს. მარშალის ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საუბრის ერთ-ერთ თემას რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები მიმოიხილეს.
შეხვედრაზე მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს.