მამუკა ბახატაძე ჯონ ბოლტონს შეხვდა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების უშიშროების საბჭოს მდივანს და პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო-აშშ-ის შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მნიშვნელობასა და საქარტველოს ჩვენს ეკონომიკაზე ამ ხელშეკრულების პოზიტიური გავლენის შესახებ ისაუბრეს.
გარდა ამისა, განხილული იყო ისეთი საკითხი, როგორიცაა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ.
“მოგეხსენებათ, რომ აშშ-ში სამუშაო ვიზიტის დროს მქონდა საშუალება, შევხვედროდი ბატონ ბოლტონს. დღევანდელი შეხვედრა კი, იმ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საუბრის გაგრძელებაა, რომლებსაც ვაშინგტონში შევეხეთ. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველო-აშშ-ის შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მნიშვნელობისა და ჩვენს ეკონომიკაზე ამ ხელშეკრულების პოზიტიური გავლენის შესახებ. ასევე შევეხეთ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს, განვიხილეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, რაც ჰუმანიტარული კატასტროფაა. განვიხილეთ აგრეთვე ის კომპლექსური რეფორმები, რომლებსაც ვახორციელებთ და ხაზი გავუსვით ამ მიმართულებით აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოსთვის.
ბატონი ბოლტონი არის ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობარი და მას აქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ არის შესაძლებელი კიდევ უფრო გაღრმავდეს სტრატეგიული ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ ბოლტონს და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას საქართველოს მხარდაჭერისა და გვერდში დგომისათვის” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები