“არ დაიჯეროთ, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების თემაზე რომელიმე ოპოზიციური პარტია წუხს და ფიქრობს, რომ ეს არ მოხდეს” – გია ვოლსკი

“ამ თემით მანიპულირება არის შანტაჟი. არ დაიჯეროთ, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების თემაზე რომელიმე ოპოზიციური პარტია წუხს და ფიქრობს, რომ ეს არ მოხდეს”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.

კერძოდ, მან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხი განიხილა.

„ოპოზიციის თავის მართლება მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მათ არ უჭერს მხარს და მიუხედავად პრობლემებისა ნაკლებად არის გაბრაზებული ხელისუფლებაზე, უფრო მეტად არ ენდობიან იმ ოპოზიციას, რომელიც მათ უბიძგებს ცეცხლში გადავარდნისაკენ.

მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოება უნდა დაისაჯოს ამისთვის, რასაკვირველია არსებობს, რომ არ მოაკლდეს ამ ექსტრემისტულ პროცესებს ის გარკვეული რესურსი , რომელიც ასე მნიშვნელოვნად შემცირდა.ოპოზიციის შიგნიდან ითხოვენ, რომ გარეთ ბრიუსელის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება მიიღოს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები