საზმაუს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ ირინა ფუტკარაძე აირჩიეს – მან გრიგოლ გოგელია შეცვალა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ ირინა ფუტკარაძე აირჩიეს. მან გრიგოლ გოგელია შეცვალა.
დღევანდელ სხდომაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომას ცხრა წევრიდან შვიდი დაესწრო. ირინა ფუტკარაძემ ხუთი ხმა მიიღო.
ირინა ფუტკარაძე მანამდე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.
შესაბამისად, ვაკანტური გახდა ეს პოზიცია. დღევანდელ სხდომაზე გაიმართა კენჭისყრის პროცედურა.
მოადგილეობის კანდიდატებად გამოვლინდა საბჭოს ორი წევრი ქეთევან მსხილაძე და იზაბელა ოსიპოვა. იზაბელა ოსიპოვამ ექვსი ხმა, ქეთი მსხილაძემ კი ერთი ხმა მიიღო.
ცნობისათვის, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილ თავმჯდომარე გრიგოლ გოგელიას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.