ბიძინა ივანიშვილი: იმდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი სიტყვა, მისი რეგლამენტირება არ შეიძლება

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მედია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი. ამის შესახებ ივანიშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
“ისევე როგორც სხვა ინსტიტუტებს აქვს მნიშვნელობა, მედია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი. როგორი მედიაც არ უნდა იყოს, “რუსთავი 2” კვადრატშიც რომ ავიღოთ, არაფერი არ არის იმის ფასი, რომ ამას შევეწინააღმდეგოთ, ოღონდ სიტყვის თავისუფლება იყოს. სოციალური ქსელები გაცილებით რთულია კიდევ, ვიდრე ტელევიზიები, რა ხდება სოციალურ ქსელებში, რამდენი შეურაცხყოფა, რამდენი დაუმსახურებელი გინება, მუქარა – მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი სიტყვა, რომ აქ რეგლამენტების მიღება, ჩემი აზრით, დაუშვებელია და ამაზე მცდელობაც არ უნდა გვქონდეს. სჯობს მოიტყუოს ასჯერ და ათასჯერ, ვიდრე დავიწყოთ მისი რეგლამენტირება.
იქ ხაზებს ვერაფრით ვერ გაავლებ ზუსტად, სად როგორ უნდა მოვექცეთ და ვის როგორ უნდა დავუხუროთ და არ ვათქმევინოთ. აქ ხაზების გავლება, ჩემი აზრით, შეუძლებელია. დამოკიდებულებაც ჩვენთან იგივეა, რაც ცივილიზებულ სამყაროში. იცრუოს, რაც უნდა ის ქნას, კანონს თუ არღვევს პასუხი უნდა მოსთხოვო, მაგრამ არანაირი რეგლამენტაცია არ უნდა იყოს მედიასთან დაკავშირებით. რაც უნდა ის ქნას “რუსთავი 2”-მა, ჩამოიმხოს თავზე ყველაფერი, ოღონდ კანონი არ უნდა დაარღვიოს, გადასახადი გადაიხადოს, რასაც სხვათა შორის, არ იხდის, ეგეც აშანტაჟებს ხელისუფლებას, დიდი ხანია არ იხდის გადასახდს და არ იხდის პრინციპულად; ერთადერთი მიზეზით, რომ მართლაც არ აქვს ამის რესურსი დღეს ხელისუფლებას, ეს რომ ვქნათ, წარმოიდგინეთ რა მოხდება.
რა მოხდა იბერიის და სიგარეტების შემთხვევაში, ეს მონაგონი იქნება. მაგრამ ამის დროც დადგება, რომ მათაც მოუწევთ გადახდა და ყველა მედიას მოუწევს გადახდა. ყველამ კანონმდებლობა უნდა დაიცვას. სანამ მე ვმონაწილეობ და გუნდიც ამ განწყობით არის – გარწმუნებთ, არავის არ გაუჩნდება ხიბლი – რაიმე შეზღუდვა და რეგლამენტები დაუწესოს მედიას. ღმერთმა დაგვიფაროს, არცერთ შემთხვევაში. მედიას დიდი მნიშვნელობა აქვს და კარგია, რომ მედიამ ეს ფუნქცია შეასრულოს სწორად. ესაა რასაც მოვუწოდებ “რუსთავი 2″-ს, რომ ელემენტარული სტანდარტი დაიცვას”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები