ბიძინა ივანიშვილი: გვარამიაც და კვესიტაძეც ჩვენი შვილები არიან, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ისინი სიმართლისკენ მოვაქციოთ

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ, „რუსთავი2″-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასა და ჟურნალისტ ეკა კვესიტაძესთან დაკავშირებით ისაუბრა.
ივანიშვილის თქმით, კარგი იქნება, თუ გვარამია და კვესიტაძე ქვეყნისთვის სასარგებლო საქმიანობას დაიწყებენ.
„თქვენ კითხვაში იყო რამდენიმე ჩაკითხვა და მე ყველაზე მემგონი თანმიმდევრულად გიპასუხეთ და მე ვფიქრობ, რომ მოთმინებით, საზოგადოებას მეტი არაფერი რესურსი არა გვაქვს და კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ მოთმინებით, ესენი ჩვენი ქვეყნის შვილები არიან ყველანი, გვარამიაც, კვესიტაძეც, ესეთები არიან. მათ უნდა მოვექცეთ ისე, რომ ჩვენი კულტურა არ დავაზიანოთ და მოვექცეთ ისე, რომ მათ თუ აქვთ საშუალება და აქვთ რესურსი, შეიცვალონ და ქვეყნისთვის სასარგებლო საქმიანობა დაიწყონ. არა სიცრუესა და კატასტროფაში მიაქანებდნენ ქვეყანას… ჩვენი ვალდებულებაა, ჩემი პირადად, ვგრძნობ ამ ვალდებულებას, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ისინი მოვაქციოთ.
თუ არ მოექცევიან, თავისი სახელი დავარქვათ, მარტო ჩვენს სახელმწიფოში არ არიან ასეთები, გარწმუნებთ, ყველგან არიან, მთავარია ჩვენ ძირითადი და მყარი ვერტიკალი გავამაგროთ და საზოგადოებას დავარწმუნოთ, რომ სწორი მიმართულებით მიდვივართ”, – აღნიშნა ივანიშვილმა ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში ივანიშვილი “ტვ პირველის”, “იმედისა” და „რუსთავი2″-ის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები