ბიძინა ივანიშვილი: ძალიან ცუდ სამსახურს უწევს სამოქალაქო საზოგადოებას ეკა გიგაურის იქ ყოფნა

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს ” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს მწვავედ აკრიტიკებს და თვლის, რომ გიგაურის სამოქალაქო სექტორში ყოფნა, ძალიან ცუდ სამსახურს უწევს ამ სექტორს.
ჟურნალისტებთან მიმდინარე შეხვედრაზე, ერთ-ერთი მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა გავრცელებული ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ აშშ-ის მიერ შეთავაზებულ კანდიდატურას, ბრიჯიტ ბრინკს ბლოკავს.
“მე ეკა გიგაურს რამდენჯერმე მინიშნებებით ვაჩვენე, რომ გავიდეს სამოქალაქო სექტორიდან, რადგან ძალიან ცუდ სამსახურს უწევს სამოქალაქო საზოგადოებას ეკა გიგაურის იქ ყოფნა, ბევრჯერ მიპასუხია მისთვის, მისი სიცრუეებიც ბევრჯერ გამომიტანია, მაგრამ დღეს ვიქნები უფრო კარდინალური, რამეთუ თავისი გამოსვლებით ცდილობს, ქვეყანა არა შიგნით თუ გარეთ დააზიანოს, ახლა საერთოდ მოუკრეფავში გადავიდა, რომ თურმე ამერიკის ელჩს არ ნიშნავს ივანიშვილი, გიგაური ჟიჟილაშვილთან მივიდა, დაალაგეს, ჟიჟილაშვილის წუხილი – უი, უი რა გვეშველება და იქ ეკა გიგაურმა გააკეთა განმარტებები, რომ თითქოს საშინელებები ხდება. გიგაური წარმოუდგენელ თამაშში შევიდა. შედით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე იქ ჩანს, რამდენი ელჩი სად დანიშნეს და სად არის ვაკანსია. მაგრამ ეკა გიგაურს რა სურს. მე ამას გეტყვით – მას სურს, პოლემიკაში შემოვიდეს, მინდორზე გადაგვიყვანოს და იქიდან დაიცვას თავი იმ კითხვებისგან, რომელსაც მას უსვამენ. მოტივაცია არის ის, რომ აი, თითქოს ჩვენ, ამერიკის შეერთებულ შტატებს ელჩს არ ვუნიშნავთ, ბიძინა ივანიშვილი არის ასეთი მონსტრი და თავად გიგაური არის ასეთი ქველმოქმედი”, -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები