ლეონიდ ჩერნოვეცკიმ პარლამენტს პედოფილების ქიმიური კასტრაციის შესახებ ინიციატივით მიმართა

საქველმოქმედო ფონდის დამაარსებელმა, ბიზნესმენმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ საქართველოს პარლამენტს პედოფილებისთვის ქიმიური კასტრაციის შემოღების თაობაზე საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. ამის შესახებ იგი წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
„გუშინ მე საქართველოს პარლამენტს წარვუდგინე კანონპროექტი პედოფილების ქიმიური კასტრაციის – თანამედროვე საზოგადოების საშინელი პრობლემის შესახებ! როგორც საქართველოს მოქალაქეს, მსურს, რომ ხელი შევუწყო კანონმდებლობის გამკაცრებას ამ საშინელი დანაშაულის შესახებ.
ამ საკანონმდებლო წინადადების შეთავაზება განპირობებულია ბავშვების უფლებების და ქვეყნის მომავლის დაცვის აუცილებლობით, ასევე მსგავსი კანონის მიღებით მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში!
პედოფილია დანაშაული არ არის, ეს სერიოზული ფსიქიკური დაავადებაა და სასჯელის ვერანაირი ვადა ამ პრობლემას ძირეულად ვერ გადაჭრის. ციხიდან გამოსული პედოფილი ასჯერ უფრო მეტად სახიფათო ხდება – ეს ფაქტია.
სამწუხაროდ, დღეს ამგვარი დანაშაულების სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, მაგრამ ასეთი ფაქტები ხშირად ხდება ქვეყანაში, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც სათანადო საკანონმდებლო რეგულაციების არარსებობის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა მოითხოვს დამნაშავეთა ლინჩის წესით გასამართლებას და მათ სახლების გადაწვით იმუქრებიან. მე მჯერა, რომ ღმერთი დაგვეხმარება და შევძლებთ ამ ინიციატივით ასობით და ათასობით უბედური ბავშვის სიცოცხლე და მომავალი გადავარჩინოთ!“,-წერს ლეონიდ ჩერნოვეცკი.
წყარო: https://www.facebook.com/chernovetskiy/posts/1908200689235087

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები