მინდია გორაძის იგივე “ლავასოღლის” და ძმის დაკავების ფაქტს უარყოფს- დღესაც ვესაუბრე, მცდარი ინფორმაცია გაქვთ

ქართველი ე.წ კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის იგივე “ლავასოღლის” და ინდირა გორაძე მისი ძმის დაკავების ფაქტს უარყოფს.
მისი მტკიცებით, იგი მის ძმას დღეს ესაუბრა.
„მცდარი ინფორმაცია გაქვთ, მინდია არ არის დაკავებული. შს სამინისტრო ბევრ რაღაცას ადასტურებს, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ხშირად ვესაუბრები, დღესაც ვესაუბრე. ყველაფერი გაირკვევა. მინდია კანონმორჩილი ბიჭია“, – აცხადებს ე.წ. კანონიერი ქურდის და.
თურქული მედიის ინფორმაციით, ტრაბზონის პოლიციამ ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე „ლავასოღლი“ დააკავა. როგორც თურქული მედია წერს, ინტერპოლის მიერ ძებნილი „ლავასოღლის“ აყვანა სპეციალური რეიდის დროს განხორციელდა.
ფაქტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ე.წ. კანონიერი ქურდის დასაკავებლად ერთობლივი ოპერაცია ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები