საპატრიარქოს პრესცენტრს ანდრია ჯაღმაიძე უხელმძღვანელებს
საქართველოს პატრიარქ ილია მეორის ბრძანებით საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელად ანდრია ჯაღმაიძე დაინიშნა. მან ამ პოზიციაზე დავით შარაშენიძე შეცვალა. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო იუწყება.
ბრძანების თანახმად, შარაშენიძე საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა.