“საქართველოს აეროპორტების გაერთიანება”: დადგენილია ზარის ავტორი და გაირკვა, რომ ზარი განხორციელდა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე

ქუთაისი-ვარშავას რეისზე განხორციელებული საეჭვო ზარის ავტორი დადგენილია, ზარის მიზეზი კი ოჯახური კონფლიქტი გახდა,-ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” ავრცელებს.
მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 331-ე მუხლით, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.
“დადგენილია ზარის ავტორი და გაირკვა, რომ ზარი განხორციელდა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე და რეალურად საფრთხის შემცველი არ იყო.
მიუხედავად აღნიშნულისა, ავიაკომპანია ვიზეარმა მიიღო გადაწყვეტილება ქუთაისი – ვარშავას ავიარეისი ნომრით W6 1576 დაფრენილიყო ბუქარესტის აეროპორტში და საავიაციო უშიშროების ნორმების შესაბამისად ხომალდს ჩატარებოდა დამატებითი შემოწმება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო ცენტრში შესული შეტყობინების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 331-ე მუხლით, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს,-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები