გია აბაშიძე: ჩანაწერის ავთენტურობა დასადგენია, თუმცა არ გამიკვირდება სააკაშვილისგან ასეთი საუბარი რომ ყოფილიყო
უკრაინულ საიტზე zdes.com.ua-ზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ბიძამისის, თემურ ალასანიას სკანდალური ჩანაწერი გავრცელდა.
ჩანაწერში, საუბარია საქართველოში მიმდინარე პოლიტკური პროცესების რადიკალიზაციასა და ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციაზე.
ექსპერტ გია აბაშიძის განცხადებით, დასადგენია, რამდენად ავთენტურია ჩანაწერი.
თუმცა, ამავე დროს, გია აბაშიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის წარსულიდან გამომდინარე, სულაც არ გაუკვირდება, რეალური იყოს.
„ბუბებრივია, როგორც ყველა ასეთი ჩანაწერი, ესეც აჩენს კითხვის ნიშანს, რამდენად ავთენტურია, რამდენად დამონტაჟებულია და როდისაა ჩააწერილი, ან სხვადასხვა დროშია და შემდეგ მიბმულია, არვიცით, იქნება ეს ომეგას სკანდალთან დაკავშირებით, თუ ამ ახლანდელ სკანდალთან დაკავშირებით. დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რომ ეს ასე იყო, თუმცა გამომდინარე „ნაციონალური მოძრაობიდან“ და თავად სააკაშვილის წარსულიდან, სულაც არ გაგვიკირდება და არ იქნებოდა მსმენელისთვის დიდი განცვიფრება. რომ ყოფილიყო, რომ დავით უსუფაშვილი ასე ლაპარაკობს, იქნებოდა სრული შოკი, რაც წარმოუდგენლად მიაჩნია საზოგადოებას, მაგრამ როგორც ვხედავ, საზოგადოებისთვის ეს საკმაოდ წარმოსადეგია და საკმაოდ ბუნებრივად აღიქვა. თუმცა ბევრი შეკითხვაა, რამდენად ავთენტრუია, რამდენად დამონტაჟებულია, სრული ჩანაწერია ეს, როგორ მოხდა, სად მოხდა, დანამდვილებით დასკვნას ვერ ვიტყვით, მაგრამ არ გამიკვირდება ამ პიროვნებისგან ასეთი საუბარი რომ ყოფილიყო, სხვისგან გამიკვირდებოდა უფრო“,-განაცხადა „პირველთან“ გია აბაშიძემ.