დიმიტრი ცქიტიშვილი: ეს იყო მმართველობის ის ფორმა, რაც “ნაცმოძრაობას” წლების განმავლობაში ჰქონდა

უმრავლესობის წევრს, დიმიტრი ცქიტიშვილს ერთ-ერთი უკრაინული ვებგვერდის მიერ ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი ბიძის, თემურ ალასანიას ფარულმა ჩანაწერმა ის პერიოდი გაახსენა, როდესაც კრიმინალი და დანაშაული ხელისუფლებიდან მოდიოდა.
მისივე თქმით, მას ეს ჩანაწერები არ გაკვირვებია.
„ეს იყო მმართველობის ის ფორმა, რაც “ნაციონალურ მოძრაობას” წლების განმავლობაში ჰქონდა. გამახსენდა ის ნეგატიური წლები, როცა კრიმინალი და დანაშაული ხელისუფლებიდან მოდიოდა, როცა ამ მეთოდებით იმართებოდა ქვეყანა და ადამიანებს არაფრად აგდებდნენ.
​სავარაუდო აუდიოჩანაწერების ავთენტურობას შესაბამისი უწყება დაადგენს და ალბათ ექსპერტიზაც უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები