ირაკლი კირცხალია პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე: საზოგადოებამ გაიხსენა, თუ ვისთან და რასთან ჰქონდა საქმე

“საზოგადოებამ გაიხსენა, თუ ვისთან და რასთან ჰქონდა საქმე”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას განაცხადა.

„კომისიის შექმნის, დაინიცირების დღიდან, ჩვენ მოვუწოდებდით განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ ძალიან ყურადღებით ედევნებინათ თვალყური ამ პროცესისთვის, რომ რეალურად შეეფასებინათ, დღეს ეს ვითომ პროევროპული ქურქით შეხვეული ძალა, რეალურად ვინ იყო, რა ძალას წარმოადგენდნენ, რა ტერორის და რა ღალატის ქვეშ ამყოფებდნენ თავის ქვეყანას და როგორ რეკეტის ქვეშ ამყოფებდნენ საზოგადოებას“, – აღნიშნა კირცხალიამ.

ცნობისთვის, პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები