ვოლსკი – “ნაცმოძრაობის” მმართველობაზე: კრიმინალური რეკეტი და ბიზნესზე ზეწოლა გახდა ჩვეულებრივი მექანიზმი, რითაც სახელმწიფო იმართებოდა იმ პერიოდში
”კრიმინალური რეკეტი და ბიზნესზე ზეწოლა გახდა ჩვეულებრივი მექანიზმი, რითაც სახელმწიფო იმართებოდა იმ პერიოდში”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი “ნაცმოძრაობის” მმართველობის პერიოდზე საუბრისას აცხადებს.
მისი განმარტებით, ბიზნესის რეკეტი არ მდგომარეობდა მხოლოდ ქონების და ფულის წართმევაში, ღირსების და ჯანმრთელობის წართმევა, ადამიანების უკანონო დაკავება.
“სამართლებრივი შეფასება სჭირდება. გარდა ამისა, პოლიტიკური შეფასებაც აუცილებელია, რაც უნდა გახდეს დამოკიდებულების შემადგენელი ნაწილი, პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელიც დანაშაულს ჩადიოდა”, – ამბობს გია ვოლსკი.