“არ შეიძლება პოლიტიკური პარტია ჩადიოდეს დანაშაულს და კვლავ პოლიტიკურ ასპარეზზე რჩებოდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას მოიაზრებს.
მისივე თქმით, ასევე არ შეიძლება პოლიტიკური პარტია გადაიქცეს რევოლუციურ ჯგუფად და კვლავ პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩეს.
„არ შეიძლება პოლიტიკური პარტია ჩადიოდეს დანაშაულს, პოლიტიკური პარტიიდან გადაიქცეს რევოლუციურ ჯგუფად, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩადიოდეს ისეთ დანაშაულებს, რომელთან დაკავშირებითაც მთელმა საზოგადოება იცის და ამის მერე შეიცვალოს სახელი, შეცვალოს სახეები და კვლავ პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩეს“, – აცხადებს ვოლსკი.