ჯანგულაშვილი – სიქსტის კაპელაში გამართულ კონცერტზე: იმ დღეებში ჩვენ უარი გვითხრეს ევროკავშირის კანდიდატობაზე; პაპი წავიდა ამ ევროპული ბიუროკრატიის წინააღმდეგ და ქართველები ევროპის გულში შეგვიშვა
“იმ დღეებში ჩვენ უარი გვითხრეს ევროკავშირის კანდიდატობაზე (სტატუსზე). ის წავიდა ამ ევროპული ბიუროკრატიის წინააღმდეგ და ქართველები ევროპის გულში შეგვიშვა”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელმა, დირიჟორმა სვიმონ ჯანგულაშვილმა პაპ ფრანცისკეზე საუბრისას განუცხადა.
ამით მან მან 2016 წელს საქართველოში პაპ ფრანცისკეს ვიზიტი და პატრიარქთან მისი სტუმრობა გაიხსენა.
„პატრიარქი და პაპი ხელიხელჩაკიდებული დადიოდნენ და ჩემთვის ეს არის მაგალითი, ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ საერთოდ ადამიანებმა, ქრისტიანებმაც და არაქრისტიანებმაც. მართლმადიდებლებმაც და არამართლმადიდებლებმაც, მიუხედავად განსხვავებებისა ჩვენ ერთმანეთს ხელი უნდა ჩავჭიდოთ, როგორც პატრიარქმა და პაპმა და ასე უნდა ვიაროთ ღმერთის წინაშე.
იმ დღეებში ჩვენ უარი გვითხრეს ევროკავშირის კანდიდატობაზე [კანდიდატის სტატუსზე]. ის წავიდა ამ ევროპული ბიუროკრატიის წინააღმდეგ და ქართველები ევროპის გულში შეგვიშვა. ორი დიდი სტიქია, ორი დიდი ფენომენი შეხვდა ერთმანეთს“, – აღნიშნა ჯანგულაშვილმა.