ირანის უდიდეს პორტში აფეთქება მოხდა – დაღუპულთა რაოდენობა 40-ს აჭარბებს
26 აპრილს, ირანის პორტში მასშტაბური აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დაღუპულთა რიცხვი ბოლო დროის მონაცემებით 40-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. რამდენიმე ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება,- ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
აფეთქება ბანდარ აბასის პორტში მოხდა, სადაც ქიმიური ნივთიერებებით დატვირთული კონტეინერები ინახებოდა. ირანის ჯანდაცვის სამინისტრომ მოსახლეობა ჰაერში მომწამლავი ნივთიერების არსებობის შესახებ გააფრთხილა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
მომხდარის გამო დღეს ირანში საყოველთაო გლოვაა გამოცხადებული.
როგორც “როიტერი” წერს, ინციდენტი მოხდა მას შემდეგ, რაც ირანმა ომანში შეერთებულ შტატებთან ბირთვული მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გამართა.
ხელისუფლება დივერსიის ან მიზანმიმართული თავდასხმის ვერსიას არ განიხილავს.