მაჭარაშვილი – პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტის შესახებ: ეს უფრო მოქნილს ხდის საპარლამენტო მუშაობას
“ეს უფრო მოქნილს ხდის საპარლამენტო მუშაობას. ნაკლები ბიუროკრატია იქნება და ყველგან, სადაც ნაკლებად არის ბიუროკრატია, რა თქმა უნდა, უფრო ეფექტური ხდება სამუშაო პროცესიც”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტის შესახებ საუბრისას განაცხადა.
“რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს გამოვყოფდი – მაგალითად, მოქალაქეს თავისი ინიციატივით შეუძლია, მიმართოს არა კომიტეტს, არამედ უშუალოდ დეპუტატს. იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინტერპელაცია, ფაქტობრივად, გაორმაგდება”, – განმარტა მაჭავარიანმა.
პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტის განხილვა შემდეგ ეტაპზე გადადის.
თემაზე, მსჯელობას კანონმდებლები კომიტეტებზე, დღეიდან მეორე მოსმენით იწყებენ.