საგლოლო-ჭიორა-ღების გზის მე-4 კმ-ზე მოძრაობა აკრძალულია

საგლოლო-ჭიორა-ღების გზის მე-4 კმ-ზე მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე, გზის სავალ ნაწილზე, გადმოვიდა დიდი რაოდენობით მდინარის წყალი და საავტომობილო გზა დაფარა. რის გამოც, გზის ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, აღნიშნული გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”,- აცხადებენ დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საავტომობილო მოძრაობის აღდგენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები