კახა კალაძე: სააკაშვილი და “ნაცმოძრაობა” უცხო სხეულია ჩვენი ქვეყნისთვის

თბილისის მერი, კახა კალაძე ერთ-ერთი უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს გამოეხმაურა, სადაც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის და მისი ბიძის, თემურ ალასიანიას საუბარია ჩაწერილი.
მისი შეფასებით, ახალი არაა ის ფაქტი, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და “ნაციონალური მოძრაობა” უცხო სხეულია ჩვენი ქვეყნისთვის.
„მოვისმინე ეს ჩანაწერი და მინდა გითხრათ, მგონი, სიახლე არ არის, რომ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ არიან უცხო სხეული და მეტასტაზი ჩვენი ქვეყნისთვის, ქართველებისთვის. საქართველომ და ქართველმა ხალხმა 2012 წელს მათ მიუჩინა თავისი ადგილი. ეს არის პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე გასტუმრება. 28 ოქტომბერს ქართველი ხალხი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მიხეილ სააკაშვილს გასცემს საკადრის პასუხს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისათვის, უკრაინულ საიტზე zdes.com.ua საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ბიძამისის, თემურ ალასანიას სკანდალური ჩანაწერი გავრცელდა.
დიალოგის ერთ-ერთ ეპიზოდში თემურ ალასანია ქართველებს “ავადმყოფ ერს ” უწოდებს და მუქარის შემცველ სიტყვებს ამბობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები