ლევან ხაბეიშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ისტერიკას, ფალსიფიკაციას და ტყუილს უწოდებს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი არასერიოზულს და ფალსიფიცირებულს უწოდებს უკრაინულ საიტზე zdes.com.ua-ზე გავრცელებულ ჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და ბიძამისი, თემურ ალასანია საუბრობენ.
ხაბეიშვილმა თემაზე ვრცელი კომენტარის გაკეთება არ ისურვა და “კვირასთან” საუბარში, მხოლოდ, შემდეგი შეფასებით შემოიფარგლა.
“ანეკდოტებზე და ბიძინა ივანიშვილის ბოდვაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ისტერიკა, ფალსიფიკაცია და ტყუილი, ეს არის ის, რითაც მოვიდა ივანიშვილი 2012 წელს ხელისუფლებაში, ხალხი აღარ მოტყუვდება”, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.
“კვირა” საკითხზე “ნაციონალური მოძრაობის” სხვა წევრებსაც დაუკავშირდა, თუმცა ამ დრომდე, ისინი საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
შეფასებები ჯერჯერობით არ კეთდება არც “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლების მხრიდან.
ცნობისთვის, უკრაინულ საიტზე zdes.com.ua-ზე სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ბიძამისის, თემურ ალასანიას სკანდალური ჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერში საუბარია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციასა და ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები