პროკურატურა უკრაინული ინტერნეტპორტალის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის შინაარსს შეისწავლის
საქართველოს მთავარი პროკურატურა უკრაინული ინტერნეტპორტალის zdes.com.u-ს მიერ გავრცელებულ აუდიჩანაწერის შინაარსს შეისწავლის.
როგორც “კვირას” მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, ჩანაწერის შესწავლის პროცესში თუ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, გამოძიების დაწყების გადაწყვეტილებას მიიღებენ.
“პროკურატურა შეისწავლის გამოქვეყნებული ჩანაწერის შინაარსს და მასში არსებულ შესაძლო დანაშაულის ნიშნებს და ამის შემდეგ მიიღებს გავრცელებულ ჩანაწერზე გამოძიების დაწყების გადაწყვეტილებას”, – აცხადებენ საგამოძიებო უწყებაში.
ცნობისათვის, უკრაინული ინტერნეტპორტალის zdes.com.u-ს მიერ გავრცელდა ფარული აუდიოჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ მიხეილ საააკაშვილი და მისი ბიძა თემურ ალასანია საუბრობენ. ამასთან, თემურ ალასანია ამბობს, რომ, „ერთ მილიონს გადავუხდი, ვინც „სნაიპერსკი ვინტოვკით“ მოკლავს ბიძინას“.